მორიგი მძევლის გატაცების ფაქტი ტელესადგურმა ალ-არაბიამ გაავრცელა. გადაიცა ვიდეო მასალა, რომელშიც გატაცებული მამაკაცი აცხადებს, რომ იგი სუდანელი თარჯიმანია, ამერიკული კომპანიისა, რომელიც ერაყის ქალაქ რამადიში ამერიკული შეიარაღებული ძალებისთვის მუშაობს. ვიდეოზე მის გვერდზე ორი შეიარაღებული ნიღბიანი დგას. მძევლად აყვანილი ამერიკულ კომპანია “ ტიტანს” თხოვნით მიმართავს შეაჩეროს მისი საქმიანობა ერაყში რაც ამ მძევლის გათავისუფლების წინაპირობაა.
როგორც ტელესადგური ალ-არაბია აცხადებს, გამტაცებლები ეკუთვნიან ორგანიზაცია 1920 წლის რევოლუციის ბირგადებს.