ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფალუჯა: ცეცხლის ქვეშ - 2004-10-30


ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყის ალ-ანბარის პროვინციაში, რომელშიც შედის ქალაქი ფალუჯა საბრძოლო ოპერაციისას მოკლული იქნა 8 და დაიჭრა 9 ამერიკელი საზღვაო ქვეითი.

ფალუჯას ირგვლივ შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა ჰაერიდან და ხმელეთიდან შეტევები მეამბოხეთა პოზიციებზე.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ განაცხადა, რომ თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა, მაშინ იგი ფალუჯაში ძალას გამოიყენებს მეამბოხეთა და უცხოელ ტერორისტთა წინააღმდეგ.

ბევრი ფალუჯელი უკვე გაქცეულია. ბევრი ცდილობს თავი დააღწიოს აშშ-სა და ერაყელთა ერთობლივ შეტევებს.

დღეს, ბადადში, არაბული ტელევიზიის ალ- არაბიას არხის შენობის აფეთქების შედეგად, რომელიც დანაღმული ავტომანქანის აფეთქებისას განხორციელდა დაიღუპა 7 და დაიჭრა 16 ადამიანი, ტელესადგურის რამდენიმე თანამშრომლის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG