ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იასირ არაფატი საფრანგეთში იმკურნალებს - 2004-10-29


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი იასირ არაფატი სამკურნალოდ ჩაიყვანეს საფრანგეთში,სადაც მას სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსებენ. იასირ არაფატი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩაფრინდა შვეულმფრენით იგი პერსის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბატონი არაფატი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე პირველად სტოვებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის შტაბ-ბინას. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ მას უკან დაბრუნების ნებართვას მისცემენ. პალესტინელთა ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დიდი ხანია არასტაბილურია, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა პოლიტიკურ საქმიანობას.

XS
SM
MD
LG