ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელი მოთარეშეები იაპონიის მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ - 2004-10-27


იაპონიამ განაცხადა, რომ ქედს არ მოიხრის ისლამისტ მოთარეშეთა წინაშე. ისინი იაპონელი მძევლის მოკვლით იმუქრებიან, თუ ტოკიო ერაყიდან თვის ძალებს არ გაიყვანს. მთავრობის წარმომადგენელმა რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ გუშინ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოკადრების დემონსტრირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერ მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ კრიზისის ცენტრი ჩამოაყალიბა.მან განაცხადა, რომ არასმხედრო დანიშნულების კონტინგენტი ერაყში დარჩებაჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად.

გამტაცებლები თავიანთ თავს წარადგენენ, როგორც ალ ქაიდას ჯგუფს ერაყში, რომელსაც ძებნილი ტერორისტი აბუ მუსაბ ალ ზარქავი მეთაურობს. ისინი მძევლის მოკვლით დაიმუქრენ, თუ იაპონია 48 საათის განმავლობაში ერაყიდან არ გაიყვანს თავის ძალებს. მძევლის ნათესავებმა განაცხადეს, რომ 24 წლის შოსეი კოდა ამ წლის დასაწყისში ახალ ზელანდიაში მოგზაურობდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი მათთვის უცნობი იყო.

გასულ კვირაში, ბაღდადში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ერაყელი წარმოშობის ბრიტანელი მარგარეტ ჰასანი გაიტაცეს.არაფერია ნაუწყები ამ სადამხმარებლო მოსამსახურის ბედის შესახებ.დღეს, პარიზში არსებულმა სადამხმარებლო ორგანიზაციამ სახელწოდებით "აქცია შიმშილის წინააღმდეგ" განაცხადა, რომ უშიშროების სიტუაციის გაუარესების გამო ერაყში თავის ოპერაციებს წყვეტს.

XS
SM
MD
LG