ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: არჩევნების წინ - 2004-10-27


უკრაინაში ევროკავშირის ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი აქვს კვირის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ოპოზიციის მიტინგების დარბევებს და დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების ჩახშობას ფაქტებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პრობლემები ეჭვს ქვეშ აყენებს უკრაინის მიერ დემოკრატიული ცვლილებების გატარების შესაძლებლობას. ევროკავშირის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ გააკეთა გაფრთხილება, რომ უკრაინა და ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანებას ცდილობენ, ვალდებულნი არიან სიტყვის თავისუფლება დაიცვან. კვირის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა სიის სათავეში პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იუშჩენკოს ვხედავთ.

სამშაბათს სულ მცირე 10.000 სტუდენტი გამოვიდა ლვოვის ქუჩებში, მათვრობის მიერ სტუდენტთა მოძრაობების რეპრესიებისადმი პროტესტის ნიშნად.

XS
SM
MD
LG