ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას გამორიცხავს - 2004-10-24


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხამიდ რეზა ასეფმა თეირანში ჟრნალისტებს განუცხადა, რომ ამ პროგრამის შეჩერება მიუღებელია ირანისთვის, თუმცა ქვეყნის ხლისუფლება მიიჩნევს, რომ ამ წინადადებასთან დაკაავშირებით შესაძლებელია გარკვეული კონსულტაციების გამართვა ევროპელებთან.

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა გააფრთხილეს თეირანი, რომ მათი წინადადების უარყოფის შემთხვევაში ევროპის სახელმწიფოები ამერიკელთა პოზიციას დაუჭერენ მხარს, რომელიც ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

ვაშინგტონი ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. თეირანი კი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG