ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გატაცებული მარგარეტ ჰასანი ტონი ბლერს მიმართავს - 2004-10-22


ერაყში აშშ-ების სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფალუჯაში აშშ-ების საბრძოლო თვითმფრინავებმა მოთარეშეთა ობიექტები დაბომბეს. ასევე ადგილი ჰქონდა შეტაკებას მოთარეშეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შორის. სულ მცირე შვიდი ადამიანია მოკლული. ერაყის დროებითმა პრემიერმ ინისტრმა იად ალავიმ განაცხადა, რომ ფალუჯა ახალ სამხედრო თავდასხმას დაუპირისპირდება, თუ მცხოვრებლები ძებნილ ტერორისტს აბუ მუსაბ ალ ზარკავის არ ჩააბარებენ.

ალ ჯეზირას ტელექსელმა ახალი ვიდეოფირი გამოაქვეყნა გატაცებული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორის, მარგარეტ ჰასანის გამოსახულებით. იგი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ტონი ბლერს დახმარებისათვის მიმართავს და სთხოვს არ განალაგოს ბრიტანეთის ძალები ბაღდადში, როგორც მისი მთავრობა ამერიკელებს შეჰპირდა.

XS
SM
MD
LG