ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, ამერიკა ფალუჯაში ფართომასშტაბიანი  კამპანიისთვის ემზადება - 2004-10-22


ბრიტანეთის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერმა განაცხადა, რომ აშშ-ების ძალები ერაყში მოთარეშეების საწინააღმდეგო სერიოზული კონტრკამპანიისათვის ემზადებიან. დასავლელი სამხედრო ექსპერტები კი აკეთებენ გაფრთხილებას, რომ ერაყის ჯარს წლები დასჭირდება სტაბილობის დასამყარებლად საჭირო ძალების მოსაკრებად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ დრაჯი ლონდონიდან იუწყება, ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ბაღდადის მახლობლად საპატრულო მოვალეობების შესასრულებლად 850 წევრიანი ჯავშნიანი ბატალიონის განლაგება საშუალებას მისცემს ამერიკულ ძალებს გადამწყვეტი შეტევა განახორციელონ მოთარეშეების წინააღმდეგ. თავდაცვის შტაბის მეთაურმა გენერალმა მაიკლ ვოლკერმა ბრიტანეთის რადიოთი განაცხადა,რომ ეს შეტევა აუცილებელია იანვრისათვის დაგეგმილი ერაყის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლონდონში არსებული წამყვანი სამხედრო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ერაყის ძალების სათანადოდ გაწვრთნას ხუთი წელი მაინც დასჭირდება. გაზეთ ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, დღეისათვის ერაყში 8-დან 12 ათასამდე მოთარეშე იმყოფება,რაც ადრინდელ რიცხვს ბევრად აღემატება.

XS
SM
MD
LG