ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივან ფრედერიკი თავს დამნაშავედ სცნობს - 2004-10-20


ამერიკული არმიის რეზერვისტმა ივან ფრედერიკმა დამნაშავედ სცნო თავი ერაყში აბუ ღრაიბის ციხეში პატიმრებისადმი სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებაში.

სერჟანტმა დაადასტურა რომ პატიმართა დაკითხვის, დასჯისა და დამცირების მიზნით იგი მათ უხეშად ეპყრობოდა და აშიშვლებდა . ამ ფაქტების ამსახველი ფოტოები შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და დაგმობილი იქნა საერთაშრისო საზოგადოების მიერ.

ფრედერიკს განაჩენს ხვალ, ბაღდადის სამხედრო სასამართლოში გამოუტანენ.

მიმდინარე კვირის ბოლოს, გაიმართება ორი დანარჩენი ბრალდებულის, ჯაალ დავისისა და ჩარლზ გრაინერის სასამართლო. ორივე მათგანს ბრალად ედება პატიმართა შეურაცხოფაში.

XS
SM
MD
LG