ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება - 2004-10-17


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჯონ რეიდმა, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია დღეს განაცხადა, რომ გეგმა რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთის საჯარისო შენაერთები ჩრდილოეთ ერაყში უნდა გადაადგილონ ამერიკული სარდლობის ქვეშ- არ ითვალისწნებს ჯორჯ ბუშის პოლიტიკურ მხარდაჭერას. მისი განცხადებით, ოპოზიციის ასეთი ბრალდებები ბრიტანელი ჯარისკაცების დამსახურებას აკნინებს ერაყში.

ბრიტანული მედია, როგორც ცნობილია აქამდე იუწყებოდა რომ 650-მდე ბრიტანელი ჯარისკაცი ერყის ჩრდილოეთში უნდა გადაისროლონ, სადაც კრიტიკულ ტერიტორიებზე ქალაქ ფალუჯასთან ამერიკელი ჯარისკაცები მეამბოხეებს ვერ უმკლავდებიან. ამ საკითხზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯეფრი ჰუნი პარლამენტში ხვალ წარსდგება სიტყვით.

დღეს კი ლონდონში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. მანიფესტაციის მონაწილეები დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების ერაყიდან გაყვანას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG