ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი განცხადებას აკეთებს ერაყში არსებული სიტუაციის შესახებ - 2004-10-17


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ ერაყის ომმა მსოფლიოში უსაფრთხოება ვერ გააუმჯობესა.

ანანმა ასეთი განცხადება გააკეთა ბირტანულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში. გენერალურმა მდივანმა, ამასთან, აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების ფონზე, ერაყის სიტუაციისა და მზარდი ძალადობის გათვალისწინებით საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს რათა უსაფრთხოების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

კოფი ანანმა ასევე უარყო ერაყის აღწერის უკანასკნელი ანალიზი, სადაც ამერიკის იარაღის მთავარი ექსპერტი, ჩარლზ დუელფერი ამბობს, რომ სადამ ჰუსეინი ქრთამს და ნავთობ კონტრაქტებს სთავაზობდა უცხოელ ლიდერებს ბაღდადზე საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ამ ქვეყნებს შორის, ანგარიშმა რუსეთი, ჩინეთი და საფრანგეთი დაასახელა.

კოფი ანანის აზრით, ყველა ამ ქვეყანას, მისივე სიტყვებით, სერიოზული მთავრობები ჰყავს და რომ ისინი ასეთ მოქმედებას ვერ დაუშვებდნენ.

XS
SM
MD
LG