ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ქრისტიანული ეკლესიები დაარბიეს - 2004-10-16


რელიგიური შუღლის გაღვივების მიზნით ერაყში მეამბოხეებმა ხუთი ქრისტიანული ეკლესია ააფეთქეს.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ამ აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ეკლესიები.

ქრისტიანები ერაყის 25 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენენ. წელს, აგვისტოში 15 ადამიანი დაიღუპა ბაღდადსა და მოსულში ქრისტიანულ ეკლესიებში განხორციელებული ანალოგიური ტერაქტების დროს.

მეამბოხეებმა დღეს ბაღდაში საავადმყოფო და ერთერთი სასტუმრო ნაღმტყორცნებით დაბომბეს, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამასობაში, ბაღდადის სადრის გარეუბანში პარტიზანებს კიდევ ერთი დღით გაუგრძელდათ იარაღის ჩაბარების ვადა. სხვათა შორის, ჩაბარებული იარაღისთვის მათ ფულს უხდიან.

XS
SM
MD
LG