ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღსტაფის რაიონი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთს შეუერთდა - 2004-10-16


საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის შეერთების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ, რომელიც აღსტაფის რაიონში, საზღვრის სიახლოვეს შედგა.

ნავთობსადენი დღეში მილიონი ბარელის ნავთობს გაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნავთობსადენის ამუშავება საქართველოს მთელ რიგ პრობლემებს გადაწყვეტს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ამ მოვლენას ისტორიული დღე უწოდა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.

საზეიმო ცერემონიას აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სტივენ მანიც ესწრებოდა. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დამთავრდეს.

XS
SM
MD
LG