ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონორი ქვეყნების კონფერენცია ტოკიოში - 2004-10-13


ტოკიოში ერაყის რეკონსტრუქციის დამფინანსებელი დონორი ქვეყნების ორდღიან კონფერენციაზე ერაყის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ბაჰრამ სალეჰმა 55 ქვეყნის წარმომადგენეს მიმართა, რომ მათი დახმარება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტერორიზმის დამარცხებაში.მან კერძოდ თქვა, რომ სწორედ ახლაა პირობის შესრულების დრო. საერთაშორისო საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს თავის დაპირებებს. ბტონ სალეჰს გასულ წელს მადრიდში, დონორი ქვეყნების მიერ 13.5 მილიარდი დოლარის დახმარების გაღების პირობა აქვს მხედველობაში.ბატონმა სალეჰმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ გაერო სათანადო დახმარებას არ უწევს მათ.ერაყში გაეროს მცირერიცხოვანი შტატი იმყოფება უშიშროების სიტუაციის გაუარესების მიზეზით. ერაყის პრემიერ მინისტრის მოადგილემ დამსწრეთ შეახსენა,რომ სულ მალე მათი დახმარებით, ერაყი თავად გახდება დონორი ქვეყანა -შესაძლებელია იაპონიაც. იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნობუტაკა მაჩიმურამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილობის გარეშე ერაყის ეკონომიკის გაჯანსაღება შეუძლებელია.

აშშ-ების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ერაყში იანვრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროულად ჩატარება. კონფერენციაზე განიხილეს ერაყის ვალები უცხოეთისთვის, რომელიც 120 მილიარდ დოლარს აღემატება.ბატონმა არმიტაჯმა თქვა, რომ ვალების უდიდესი ნაწილი თუ არ ჩამოეწერა, ერაყის ეკონომიკა ვერ გამოჯანსაღდება.

XS
SM
MD
LG