ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბასრაში/რეიდები რამადაში - 2004-10-12


ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყელ მოკავშირეებთან ერთად შვიდ მეჩეთში განახორციელეს რეიდები ქალაქ რამადაში. არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მეჩეთებიდან პარტიზანები იღებდნენ დახმარებას. ეს ოპერაცია უკანონო შეიარაღების ამოღებას და პარტიზანებისა და ტერორისტების დაკავებას ისახავდა მიზნად.

ამერიკელებმა ამ რეიდის დროს სუნიტი მუსლიმანების ერთერთი ლიდერი შეიხი აბდულ ალემ საადი დააპიტმრეს.

დღესვე, აშშ ავიაციამ ქალაქ ფალუჯაში ორი სახლი დაბომბა, რომლებშიც აბუ მუსაბ ალ ზარქავის ტერორისტები იყოფებოდნენ.

ალ ზარქავიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა არაერთ ტერაქტზე, მათ შორის უცხოელი მძევლების სიკვდილით დასჯაზე.

დღეს კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა ერაყში. ამჯერად ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში ძლიერ აფეთქებას ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG