ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურანის გამდიდრების ოპერაციების შეწყვეტის სანაცვლოდ  ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ - 2004-10-12


გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით ბუშის ადმინისტრაცია მლაპარაკებებს აწარმოებს იმ ევროპულ სახელმწიფოებთან, რომლებიც ირანის ეკონომიკის სტიმულირებას აპირებენ, ამ ქვეყნის მიერ ურანის გამდიდრების ოპერაციების შეწყვეტის სანაცვლოდ.

ვაშინგტონი არ აპირებს ხელი შეუშალოს ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს ამ გეგმის განხორციელებაში.

“ ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაც განიხილება, თუ ამ ქვეყნის ხელისუფლება არ დათანხმდება ევროპელთა წინადადებას.

ბუშის ადმინისტრაცია დიდი ხანია მოითხოვს თეირანის დასჯას, რომელიც ურანის გამდიდრების ოპერაციებს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG