ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ავღანეთში - 2004-10-11


გაეროსა და ავღანეთის საარჩევნო კომისიამ თხოვნით მიმართა გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა საერთაშორისო კოლეგია დანიშნოს ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბებების გამოსაძიებლად. ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა შაბათის საპეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების დათვლა გადასდეს ,რამეთუ გაყალბებები შეინიშნა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხმების დათვლას ამ კვირის დამლევს გააგრძელებენ,მაგრამ ჯერ მათ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიები უნდა შეამოწმონ ,რათა არ დაუშვან ყალბი ბიულეტენების დათვლა. ზოგი საპრეზიდენტო კანდიდატი ეჭვობს, რომ ამომრჩევლებმა ერთ ბიულეტენზე მეტი გამოიყენეს.ასევე ოპოზიციის რეგიონებში საარჩევნო პუნქტები დროზე ადრე დაიკეტა.პრეზიდენტ ხამიდ კარზაის ზოგი ოპონენტი არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.ზოგი კი აცხადებს, რომს პატივს სცემს და ნდობით მოეკიდება ავღანეთისა და გაეროს კომისიის მუშაობის შედეგებს.შაბათს მილიონობით ავღანელმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პირველ უშუალო საპრეზიდენტო არჩევნებში,მიუხედავად დამხობილი თალიბების მუქარისა-რომ არჩევნებს ჩაშლიდნენ.

XS
SM
MD
LG