დღეს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ძლიერი აფეთქების შედეგად 17-ი კაცი დაიღუპა.
ერაყის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქებას ადგილი ჰქონდა ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწლში, პოლიციის აკადემიისა და ნათვთობის მრეწველობის სამინისტროს მახლობლად. ოფიციალურმ პირებმა თქვეს, რომ ჯერჯრობით, არ არის დადგენილი ბომბი იქნა აფეთქებული თუ შემთხვევა სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა.
მოგვიანებით, თვითმკვლელი კამიკაძის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს მოხდა ბაღდადის ცენტრში, კულტურის სამინისტროს მახლობლად.
იმავე დროს, ერაყის მთავრობამ და ფალუჯაში ტომების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებისას, რომელიც მეამბოხეების მიერ დაკავებული ქალაქის სახელმწიფო მმართველობაში გადაცემის ირგვლივ მიმდინარეობს. ერაყის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მხარეები ახლოს არიან გარიგებასთან, თუმცა დეტალების შესახებ მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მეამბოხეებმა თქვეს, რომ ისინი ქალაქში ამერიკელი ჯარისკაცების შესვლის წინააღმდეგნი არიან.