ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო დებატების მეორე ტურის შემდეგ - 2004-10-09


მეტოქეებმა ერთმანეთს ბრალი დასდეს ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეყვანისათვის.

ჯორჯ ბუშმა გაამართლა თავისი გადაწყვეტილება ერაყში შეჭრის თაობაზე და აღნიშნა, რომ ამით მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა.

სენატორმა კერიმ აღნიშნა, რომ ომის დაწყება გლობალური კოალიციისა და საერთაშრისო მოკავშრეების გარეშე-კატასტროფული შეცდომა იყო.

პრეზიდენტი ბუში, გასულ დებატებთან შედარებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. მან ასევე თქვა, რომ მისი მეტოქე არ არის მომზადებული ქვეყნის მართვისათვის და სურს საშუალო კლასის ამერიკელებისათვის გადასახადების გაზრდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ 90-თ წუთიან დებატებში აშკარა უპირატესობით არცერთი კანდიდატი არ გამოირჩეოდა.

XS
SM
MD
LG