ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ავღანეთში - 2004-10-09


პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის აბდულ სატარ სერატის განცხადებით ავღანეთის უშიშროების გადასარჩენად კანდიდატები იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ ეს არ არის სამარლიანი არჩევნები და პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თავის მხრივ, არჩევნების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური პრობლემების მიუხედავად ავღანელები მასობრივად მონაწილეობენ არჩევნებში და ყველაფერი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს.

დარღვევები დაფიქსირდა მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მარკირება ჩვეულებრივი მელნით მოახდინეს, რომლის ჩამორეცხვა ადვილად არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, პეზიდენტი კარზაი უსამართლოდ მიიჩნევს ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნების გაუქმების შესახებ, რადგან ამ არჩევნებში უკვე მილიონობით ავღანელმა მიიღო მონაწლეობა.

XS
SM
MD
LG