ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენეთ ბიგლი ერაყელმა გამტაცებლებმა მოჰკლეს - 2004-10-08


CN 80

როგორც აღმოჩნდა სამი კვირის წინ ერაყში გატაცებული ბრიტანელი ინჟინერი კენეთ ბიგლი მოკლულია.ერაყიდან და ლონდონიდან მიღებული სხვადასხვა ცნობების თანახმად 62 წლის მძევალი გამტაცებლებმა მოკლეს. ბოროტმოქმედები ერაყის ციხეებიდან პატიმარი ქალების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.მიმდინარე კვირის დასაწყისში, ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ გამტაცებლებს ბატონ ბიგლის გათავისუფლებისათვის მიმართა. გათავისუფლების ძალისხმევაში კადაფის ვაჟი- საიფ კადაფიც მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG