ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟირინოვსკის სადამ ჰუსეინთან გარიგებაში ედება ბრალი - 2004-10-08


რუსეთის ინტერფაქსის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უკუაგდო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ გაეროს ეგიდით მიმდინარე ერაყის პროგრამის- “ ნავთობი სურსათისათვის” გატარებით მან სარგებელი ნახა. ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მას ერაყისგან არც ერთი დოლარი ან ნავთობი არ მიუღია. ჟირინოვსკი ხშირად მოგზაურობდა ერაყში და გაეროს ყოფილი იარაღის ინსპექტორის შარლ დოელფერის მოხსენებაში დასახელებულია იმათ შორის, ვინც სადამ ჰუსეინისგან ნავთობისთვის ვაუჩერები მიიღო, რაც შემდეგში დიდი მოგებით გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სადამ ჰუსეინთან გარიგებაში მოგება ნახეს რუსეთის მსხვილმა ნავთობკომპანიებმა-ლუკოილმა და იუკოსმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ამ გამოძიების მომხრეა.

XS
SM
MD
LG