CN 101 ათასობით ისრაელელი ტურისტი გარბის სინაის ნახევარკუნძულიდან მას შემდეგ, რაც ეგვიპტის კურორტზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტები ისრაელელი ტურისტებით სავსე წითელი ზღვის სამ კურორტზე განხორციელდა. ვარაუდით, სულ მცირე ოთხი ადამიანია ტაბას ჰილტონის სასტუმროს ნანგრევებქვეშ მოყოლილი. ოფიციალური პირების თანახმად, დაღუპულთა შორის შვიდი ეგვიპტელი და ერთი რუსია. პასუხისმგებლობა ამ საზარელი ტერაქტებისათვის ორმა, უცნობმა ისლამისტ ექსტრემიტთა ჯგუფმა იკისრა. ისრაელის მთავრობას ეჭვი აქვს, რომ ისინი ალ ქაიდას ტერორისტულ ქსელთან არიან კავშირში. დღეს, ისრაელის კაბინეტი ამ სიტუაციის განსახილველად შეიკრიბა. ტერაქტები ერთკვირიანი ებრაული დღესასწაულის, სუქოთის ბოლო დღეს განხორციელდა.
პოპულარული
1