ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში - 2004-10-07


cn-168

ცენტრალურ პაკისტანში, ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ასეთი ფაქტები, რეგიონში მუსლიმანურ სექტებს შორის არსებული შუღლის ნიადაგზე ხდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი აიაზ გიული ისლამაბადიდან იუწყება, მთავრობა არმიას გზავნის ამ ქალაქში შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად. აფეთქება დღეს დილით ქალაქ მულტანში რელიგიური თავყრილობის დროს მოხდა. თვითმხილველების თანახმად, რადიკალი სუნითი მუსლიმანები მთელი ღამის განმავლობაში აღავლენდნენ ლოცვებს მათი ლიდერის, აზამ ტარიკის მკვლელობიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად. რეგიონის პოლიციის უფროსმა ტალათ მეჰმუდ ტარიკმა ამერიკის ხმას მოახსენა რომ აფეთქებას მაშინ ჰქონდა ადგილი როცა შეხვედრა დასრულდა და ხალხმა დაშლა დაიწყო. ამ ფაქტისთვის ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს აქტი კამიკაძე თვითმკვლელის აფეთქებიდან ექვსი დღის შემდეგ მოხდა, რამაც ქალაქ სიალკოტის შიიტ მუსლიმანთა უმცირესობის რაიონში 31 მლოცველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG