ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბერი - 2004-09-11


პრეზიდენტი ბუში 11 სექტემბრის ტერაქტების მესამე წლისთავს იოანე ნათლისმცემლის ეპისკოპალურ ეკლესიაში ლოცვით შეხვდა.

პრეზიდენტმა, თავის მეუღლესთან და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დილის რვა საათსა და 46 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენს შეეჯახა, წუთიერი დუმილით პატივი სცა 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას. თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: “ 11 სექტემბრის ტერაქტები გარდამტეხი მომენტი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ნათლად დავინახეთ მოწინააღმდეგის რეალური მუქარა, რომელსაც ამერიკის გაძევება უნდა მსოფლიო ასპარეზიდან. ჩვენმა ერმა მიიღო გამოწვევა და ჩვენ დავამარცხებთ მტერს.”

პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკელები ამჟამად უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ვიდრე სამი წლის წინ, თუმცა ეს ჯერ მაინც არ არის საკმარისი. პრეზიდენტის თქმით : “ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს შეტევას ტერორისტებზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ავღანეთის მთებშიც და ახლო აღმოსავლეთის შუაგულშიც, აფრიკაშიც და ფილიპინების კუნძულებზეც. ჩვენ ამერიკაშიც აღმოვაჩენთ მათ საიდუმლო ორგანიზაციებს.”

XS
SM
MD
LG