ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ოსეთის პრობლემა: საპროტესტო აქცია ნიუ იორკში - 2004-07-25


ივლისის ბოლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საგანგებო სხდომაზე სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციას განიხილავს. საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ ნიუ იორკში ჩატარდა-უმეტესწილად საქართველოში რუსეთის პოლიტიკური ამბიციების წინაღმდეგ იყო მიმართული და აქვე შეგროვდა ხელმოწერები პეტიციაზე, რომელიც სავარაუდოდ სხდომის მონაწილეებს უნდა დაურიგდეთ.

ვესაუბრებით ორგანიზაცია “ამირანის” დამფუძნებელს და ნიუ იოკრში აქციის ერთერთ ორგანიზატორს ქალბატონ ელისკო წიკლაურს.

ვასილ რუხაძე აქციის ერთერთი აქტივისტი გახლდათ. მას მივმართე კითხვით, თუ როგორი იყო საპროტესტო მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნები და მოწოდებები.

დღეს ხშირად გაიგონებთ-სამხრეთ ოსეთის საკითხი-რუსეთ საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების პრობლემაა. ამდენად, გასაგებია რომ რეგიონში პროცესების პოლიტიკური დარეგულირების გარეშე კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელი ხდება. ამავე აზრს ინარჩუნებს საერთაშორისო საზოგადოება. როგორია აქციის მონაწილეთა აზრი-რა როლი უნდა იკისროს გაერომ, სტრატეგიული, ტაქტიკური რეკომენდაციების შემუშავება თუ სამშვიდობო მისიით უშუალო მონაწილეობა კონფლიქტის გადაწყვეტაში. ვასილ რუხაძე ამის შესახებ...

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჩვენი რადიო სიუჟეტი ნიუ იორკში გუშინ, 24 ივლისს გამართული ქართული სათვისტომოს საპროტესტო აქციის შესახებ, რომელიც ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანებოდა.

ამერიკის ხმის სტუდიაში გადაცემაზე მუშაობდა ანა კალანდაძე

XS
SM
MD
LG