ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტის  ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - 2004-07-17


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ბოლო დღეს მოხსენება გააკეთა ლონდონის უნვიერსიტეტის კინგს კოლეჯში, სახელწოდებით “ ახალი საქართველო-შესაძლებლობებისა და სირთულეების წინაშე.” საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ლექციის შემდეგ ამერიკის ხმა დაუკავშირდა კინგს კოლეჯის პროფესორს ლორენს ფრიდმანს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: “ სააკაშვილის პრეზენტაცია საინტერესო იყო დარბაზისათვის. აქ მოვიდნენ სტუდენტები და ლონდონში მყოფი ქართული საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზიდენტის მთავარი მესიჯი იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ამასთან რეფორმის, გარდაქმნის აუცილებლობა. პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროპაში ინტეგრირების აუცილებლობაზეც, რაც ერთერთი მთავარი თემა იყო მისი გამოსვლისა, ამასთან-საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის წარმოჩენის აუცილებლობაზე თავად ევროპის სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც საქართველო განუყრელ ნაწილად უნდა დაინახონ.“

XS
SM
MD
LG