ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ევროპაში გადასხმის 60 წლისთავი/საფრანგეთი - 2004-06-06


ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სამ-დღიან ვიზიტს ასრულებს ევროპაში. ვიზიტის ბოლოს, პრეზიდენტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 60-წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაას დაესწრო საფრანგეთში.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სკოტ სტერნსი ნორმანდიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ მებრძოლთა სასაფლაოდან იტყობინება, რომ ჯორჯ ბუშმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ჟაკ შირაკმა პატივი მიაგეს 60 წლის წინ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. აი კერძოდ რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა:

“გემბანზე, კრეისერებისა და რეაქტიული თვითმფრინავების ხმით გაოგნებულები, სამხედროები მტრის ცეცლხის გარემოცვაში იბრძოდნენ. მოგვიანებით ერთერთმა ჯარისკაცმა გაიხსენა, რომ როცა მათმა გემმა ჩაძირვა დაიწყო, მან ჯოჯოხეთში იგრძნო თავი-ციტატის დასასრული.

ნორმანდიის სასაფლაოზე მოკავშირეთა 9-ათასზე მეტი ჯარისკაცია დასაფლავებული. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თითოეული ფრანგი ოჯახი ამ მსხვერპლს აფასებს.

კერძოდ: “საფრანგეთი არასოდეს დაივიწყებს მათთვის დაღუპულებს, არასოდეს დავივიწყებთ 19 44 წლის 6 ივნისს, და მათ ვინც ჩვენს თავისუფლებას შესწირა თავი-ციტატის დასასრული.

საფრანგეთიდან, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო უმაღლესი დონის შეხვედრას მასპინძლობს შეერთებული შტატები. უმაღლესი დონის შეხვედრაზე მსოფლიოს რვა მოწინავე ინდუსტრიული სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის ლიდერებიც შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG