ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირში შვიდი ადამიანი დაიღუპა


ქაშმირში შვიდი ადამიანი დაიღუპა
ქაშმირში შვიდი ადამიანი დაიღუპა

<!-- IMAGE -->

ინდოეთის ქაშმირში მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის არმია იუწყება, რომ შეტაკება ისლამისტებსა და ინდოეთის უშიშროების ძალების ქვედანაყოფს შორის, ინდოეთის ქაშმირის დედაქალაქ შრინაგარიდან სამოცდაათი კილომეტრით დაშორებულ რაფიაბადთან მოხდა.

ბრძოლის შედეგად დაღუპულია ხუთი ისლამისტი და ორი ჯარისკაცი. შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონში სადაც ისლამური სეპარატიზმი მძლავრობს, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას ორმოცდაშვიდი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG