ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის არშემდგარი ტერაქტი


ნიუ იორკის არშემდგარი ტერაქტი

<!-- IMAGE -->

ნიუ იორკში ტაიმსკვერის ტერიტორიაზე არშემდგარი ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა პაკისტანის ხელისუფლებასთან დაკავშირებას აპირებს.
ამერიკელი გამომძიებლების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა მათთან საუბარში აღიარა, რომ ბომბის შექმნის ტექნოლოგია მან პაკისტანში შეისწავლა.
პაკისტანში დაბადებულ ფაისალ შაჰზადს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
შეერთებული შტატების ხელისუფლება დაინტერესებულია გამოიძიოს, თუ ვისთან ჰქონდა ეჭვმიტანილს კონტაქტი პაკისტანში გატარებული ხუთი თვის მანძილზე.

თავად შაჰზადი ამტკიცებს, რომ ტერორისტული მომზადება მან პაკისტანში გაიარა. თუმცა ამერიკაში პაკისტანის ელჩს ჰუსეინ ჰაქანის არ სჯერა მისი სიტყვების:

“ ფაისალ შაჰზადი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება სამხრეთ ვაზირისტანში ვერ იპოვიდა ბომბების დამამზადებელ ლაბორატორიას, რადგან ამ რეგიონს მთლიანად პაკისტანის არმია აკონტროლებს. მეორეს მხრივ ბომბების დამზადება სულაც არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ საწვრთნელ ბანაკებს, ბომბის დამზადება ჩვეულებრივ სარდაფშიც კარგად შეიძლება.“

ამ თვალსაზრისს არ იზიარებს ამერიკელი ჟურნალისტი ლიზა კერტისი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. შაჰზადი შესაძლოა იმ ხალხთან იყო დაკავშირებული, რომლებიც შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზარალდნენ.
ლიზა კერტისი თვლის ,რომ შაჰზადი პაკისტანში სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს შეხვდა და პაკისტანის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ,

ქალბატონი კერტისის აზრით ეს უნდა შეეხოს ინდოეთის და ქაშმირის წინააღმდეგ მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებსაც.
ამერიკელი ჟურნალისტის აზრით შეერთებული შტატები პაკისტანის ხელისუფლებას ამ ქვეყანაში შაჰზადის 5 თვიანი მოღვაწეობის დამადასტურებელ მასალებს წარუდგენს, რომლის შემდეგ ისლამაბადმა და ვაშინგტონმა ერთად უნდა იმოქმედონ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
ნიუ იორკში ტაიმსკვერის ტერიტორიაზე არშემდგარი ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით ბარაკ ობამა პაკისტანის ხელისუფლებასთან დაკავშირებას აპირებს.
ამერიკელი გამომძიებლების მტკიცებით ეჭვმიტანილმა მათთან საუბარში აღიარა, რომ ბომბის შექმნის ტექნოლოგია მან პაკისტანში შეისწავლა.
პაკისტანში დაბადებულ ფაისალ შაჰზადს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, მიუხედავად იმისა რომ ის აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
შეერთებული შტატების ხელისუფლება დაინტერესებულია გამოიძიოს თუ ვისთან ჰქონდა ეჭვმიტანილს კონტაქტი პაკისტანში გატარებული ხუთი თვის მანძილზე. თავად შაჰზადი ამტკიცებს რომ ტერორისტული მომზადება მან პაკისტანში გაიარა. თუმცა ამერიკაში პაკისტანის ელჩს ჰუსეინ ჰაქანის არ სჯერა მისი სიტყვების:

“ ფაისალ შაჰზადი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება სამხრეთ ვაზირისტანში ვერ იპოვიდა ბომბების დამამზადებელ ლაბორატორიას, რადგან ამ რეგიონს მთლიანად პაკისტანის არმია აკონტროლებს. მეორეს მხრივ ბომბების დამზადება სულაც არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ საწვრთნელ ბანაკებს, ბომბის დამზადება ჩვეულებრივ სარდაფშიც კარგად შეიძლება.“
ამ თვალსაზრისს არ იზიარებს ამერიკელი ჟურნალისტი ლიზა კერტისი, რომელიც მიიჩნევს რომ ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. შაჰზადი შესაძლოა იმ ხალხთან იყო დაკავშირებული, რომლებიც შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზარალდნენ.
ლიზა კერტისი თვლის, რომ შაჰზადი პაკისტანში სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს შეხვდა და პაკისტანის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

ქალბატონი კერტისის აზრით, ეს უნდა შეეხოს ინდოეთის და ქაშმირის წინააღმდეგ მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებსაც.

ამერიკელი ჟურნალისტის აზრით, შეერთებული შტატები პაკისტანის ხელისუფლებას ამ ქვეყანაში შაჰზადის 5 თვიანი მოღვაწეობის დამადასტურებელ მასალებს წარუდგენს, რომლის შემდეგ ისლამაბადმა და ვაშინგტონმა ერთად უნდა იმოქმედონ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.





XS
SM
MD
LG