<!-- IMAGE -->
თურქეთში საკონსტიტუციო შესწორებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი შეიძლება გაიმართოს.
დღეს თურქეთის პარლამენტმა კანონის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამტკიცებს, რომ შესწორება თურქეთის ევროკავშირში შესვლას დააჩქარებს.
საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც სასამართლო სისტემისა და არმიის უფრო მტკიცედ გაკონტროლებას ისახავს მიზნად, პრეზიდენტ აბდულა გულს წარუდგენენ დასამტკიცებლად, რის შემდეგაც რეფერენდუმის ჩატარებას აღარაფერი შეუშლის ხელს.
პარლამენტის ხუთას ორმოცდაათი წევრისგან შესწორებას ხმა სამას ოცდათექვსმეტმა მისცა, რაც კანონის ავტომატურად პირდაპირ დასამტკიცებლად არ არის საკმარისი, მაგრამ რეფერენდუმზე გასატანად კი სამყოფია. რეფორმა უზენაესი სასამართლოს და პროკურატურის შემადგენლობის შეცვლას გახდის შესაძლებელს. თურქეთის ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ შესწორება მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პოზიციის განმტკიცებას ისახავს მიზნად და თურქეთის ტრადიციული სეკულარიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.