ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა


ათენში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

<!-- IMAGE -->

საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მანამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, მათ ცეცხლმოკიდებული ბანკის შენობიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ათენის ცენტრში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ნამდვილი ქუჩის ბრძოლები მიდიოდა. სამართალდმაცავებმა გამაყრუებელი ჭურვები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სატელევიზო კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ იგერიებს პოლიცია ცრემლსადენი გაზით 50-მდე დემონსტრანტს, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ. ათენის გარდა დემონსტრაციამ და არეულობამ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი სალონიკიც მოიცვა. საყოველთაო გაფიცვის შედეგად საბერძნეთში გაუქმებულია ფრენები, არ მუშაობს მატარებლები და ბორნები. საავადმყოფოებიც კი შემცირებული პერსონალით აგრძელებენ მუშაობას. საყოველთაო არეულობა საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი შედეგად მთავრობის ნაბიჯებმა გამოიწვია, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG