ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაისალ შაჰზადი გამოძიებასთან  თანამშრომლობს


ფაისალ შაჰზადი გამოძიებასთან  თანამშრომლობს

<!-- IMAGE -->

თაიმს სქვეარზე აფეთქბის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამერიკელი სამართალდამცველები ტერაქტის მოტივის დადგენას ცდილობენ.
30 წლის ფაისალ შაჰზადის საქმის მოსმენა ნიუ-იორკის სასამართლოში გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ გამომძიებლებთან თანამშრომლობის გამო, პროცესი 2 დღით გადაიდო. პაკისტანში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ტერორისტულ აქტში მონაწილეობას აღიარებს და საკუთარ დუმილის უფლებას არღვევს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე ჯონ პისტოლე აცხადებს:
“აღსანიშნავია, რომ ისმნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის გამოძიების ფედერალურ ბიუროს. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, შაჰზადს მისი კუთვნილი ლეგალური უფლებები გააცნეს და მან ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება განაგრძო.”


XS
SM
MD
LG