ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის წარუმატებელი ტერაქტის გამოძიება


ნიუ იორკის წარუმატებელი ტერაქტის გამოძიება

<!-- IMAGE -->

დღეს პაკისტანური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე,ვინც გასულ კვირას ნიუ იორკში,თაიმს სქუერზე განუხორციელებელი ტერორისტულ აქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი, ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ოფიციალურად გამოაცხადა,რომ 30წლის ფაიზალ შაჰზადი გუშინ ნიუ იორკის კენედის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი შეერთებული შტატებიდან დუბაიში გამგზავრებას ცდილობდა.
მისი თქმით:
„გამოძიება გრძელდება და დაზვერვის სამსახურების მუშაობით გარკვეულ შედეგებსაც მივიღებთ.მთავარი ის არის,რომ ამ აქტის უკან დგას ტერორისტი,ვისაც ამერიკელების დახოცვა უნდოდა“
ძალოვანების განცხადებით,თაიმს სქუერზე მდგარი, ნისანის მარკის ავტომობილი,რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული კონეკტიკუტის შტატში,ქალაქ ბრიჯპორტში მცხოვრებ ფაიზალ შაჰზადს ეკუთვნის.მან ავტომობილი რამდენიმე ხნის წინ ნაღდი ფულით იყიდა.



XS
SM
MD
LG