<!-- IMAGE -->
შიშობენ, რომ მდინარე იორდანეს, რომელშიც მაცხოვარი მოინათლა და ახლაც ყოველწლიურად ათასობით ქრისტიანი ინათლება, მომავალი წლისთვის დაშრობა ემუქრება. ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრები“ აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისრაელი, იორდანია და სირია მდინარის 98 პროცენტს და მის შენაკადებს სასმელ წყლად და სარწყავად იყენებენ და ამის გამო წყალს კალაპოტს უცვლიან. ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ იორდანეს ქვემო დინება კანალიზაციითა და სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული წყლით ბინძურდება. ორგანიზაცია სამივე ქვეყანას წყლის მდინარის კალაპოტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.