ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბასკი სეპარატისტების სასამართლო დაიწყო


დღეს ბასკი სეპარატისტების სასამართლო დაიწყო

<!-- IMAGE -->

ესპანეთში დაიწყო 2006 წელს ბომბის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ბასკი ტერორისტების სასამართლო პროცესი

დღეს ბასკი სეპარატისტების ჯგუფის ეტას წევრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მათ ბრალად ედებათ 2006 წელს მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების ორგანიზება.

ბრალდებულებს - მატინ სარასოლას, იგორ პორტუსა და მიკელ სან სებასტიანს - ბრალად ედებათ მკვლელობა, მკვლელობის ჩადენის მცდელობა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაინგრა ავტომანქანების ხუთსართულიანი გარაჟი, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაიჭრა ორმოცზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG