ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკიმულა მეჰსუდი ცოცხალია


ჰაკიმულა მეჰსუდი ცოცხალია
<!-- IMAGE -->

გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე პაკისტანის თალიბთა ლიდერი, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, ცოცხალია
პაკისტანის თალიბთა მოძრაობამ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საჰაერო დაბომბვის დროს დაღუპულად ჩათვლილი მეამბოხეთა ლიდერი ცოცხალია.
ჰაკიმულა მეჰსუდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი თალიბთა მოძრაობამ გაავრცელა მას შემდეგ რაც თალიბებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა გასულ შაბათს ნიუ იორკის თაიმს სკვერში წარუმატებელ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელშიც გამოყენებული იყო დანაღმული ავტომანქანა. პაკისტანისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თალიბთა მოძრაობის განცხადების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ჯერ არ არის ნაპოვნი.
ვიდეო ჩანაწერში მეჰსუდი აღნიშნავს, რომ ცნობები მისი სიკვდილის შესახებ პროპაგანდას წარმოადგენს და რომ ჩანაწერი მიმდინარე წლის 4 აპრილს გაკეთდა.
ჩანაწერში მეჰსუდს ნიუ იორკი არა აქვს ნახსენები, მაგრამ იგი იმუქრება, რომ ტერორისტული თავდასხმები „ამერიკის ქალაქებში მალე განხორციელდება.“

XS
SM
MD
LG