ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაის ტერაქტის სასამართლო დასრულდა


მუმბაის ტერაქტის სასამართლო დასრულდა

<!-- IMAGE -->

ინდოეთის სასამართლომ პაკისტანელი მამამაკაცი, რომელიც მუმბაიში 2008 წელს მომხდარი ტერაქტების განხორციელებაში იყო ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ,რომ მაშინ ტერორისტულმა აქტმა 166 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოჰამედ აჯმალ ქასაბი ერთადერთი ტერორისტია,ვინც ცოცხალი გადარჩა და სასამართლომ მას 86 სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი.

ინდოეთის სასამართლომ ასევე ორი ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ინდოელი მოქალაქე გაამართლა.

შეგახსენებთ,რომ 2008წლის ნოემბერში 10მა შერაღებულმა მამაკაცმა ქალაქ მუმბაიში მდებარე ორ სასტუმროზე ,ებრაელთა ცენტრსა და რესტორანზე განახორციელა შეტევა.

პაკისტანმა დაადანაშაულა შვიდი მოქალაქე,ვინც ტერორისტული აქტების დაგეგმვაში ღებულობდა მონაწილეობას. ყველა მათგანი პაკისტანში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფების ლაშქარ ეთაიბას წევრი იყო.

ამ განაჩენის საშუალებით, მოვუწოდებთ პაკისტანს ინდოეთში ტერორისტული აქტების განხორციელება შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტები ყოველთვის წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და სათანადო სასჯელსაც მიიღებენ.

XS
SM
MD
LG