ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის ტერაქტის  გამოძიება დაიწყო


ნიუ იორკის ტერაქტის  გამოძიება დაიწყო
ნიუ იორკის ტერაქტის  გამოძიება დაიწყო
<!-- IMAGE -->

ნიუ იორკის სამართალდამცავები ორმოცი წლის მამაკაცს დაეძებენ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ქალაქის ხალხმრავალ „თაიმს სკვერთან“ ტერაქტის მოწყობის მცდელობასთან:
„ნათელია, რომ ისეთი ძლიერი აფეთქების მოწყობა იყო დაგეგმილი, რომელიც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. ეს იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ მათთვის ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სწადია, ნიუ იორკი სასურველ სამიზნეს წარმოადგენს“. ამბობს ქალაქის პოლიციის უფროსი რეი კელი.
გუშინ გამართული პრეს-კონფერენციის მსვლელობისას კელიმ განაცხადა, რომ ვიდეო ფილმზე აღბეჭდილია მამაკაცი, რომელიც ასაფეთქებელით დატვირთული ავტომობილის მახლობლად პერანგს იცვლის. მისი თქმით, გამომძიებლები ტურისტების დაკითხვას აწარმოებენ, ვინაიდან იმედოვნებენ, რომ ეჭვმიტანილი მათაც შეიძლება გადაეღოთ. ავტომობილში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი ნივთიერება, პროპანით სავსე საბი ბალონი, ბენზინის შემცველი ორი კანისტრა, მაშხალები და საათის მექანიზმი აღმოაჩინეს. პოლიციამ საჩქაროდ მოახდინა ათასობით ადამიანის ევაკუაცია „თაიმს სკვერის“ მიდამოებიდან. ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ამ არაპროფესიონალის მიერ დაბზადებულ ბომბს დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევა ძალუძდა:
„ჩვენ მომაკვლით დარტვირთული ავტომობილიდან ამომავალი კვამლის შენიშნვის შემდეგ განგაში ქუჩაში მაისურებით მოვაჭრემ ატეხა. შეერთებული შტატების შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის მდივანმა ჯენეტ ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე აფეთქების მოწყობის მცდელობა ტერაქტს წარმოადგენს:
„ჩვენ ამ ფაქტს მთელი სერიოზულობით ვუდგებით. ავტომობილი გადატვირთულ ქუჩაზე გააჩერეს. ჯერ-ჯერობით ნაადრევია იმის თქმა თუ ვინაა პასუხისმგებელი. ამიტომაც ასაფეთქებელის ყოველგვარ შესწავლას ვაწარმოებთ“. აღნიშნა მდივანმა.
„თაიმს სკვერი“ მილიონობით ტურისტს იზიდავს. აქ ბევრი თეატრი და რესტორანი მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერაქტის განხორციელების მცდელობის მიუხედავად, შინაგანი უშიშროების დეპარტამენტს განგაშის დონე არ შეუცვლია. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG