ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიგონის დაცემიდან ოცდათხუთმეტი წელი გავიდა


საიგონის დაცემიდან ოცდათხუთმეტი წელი გავიდა
საიგონის დაცემიდან ოცდათხუთმეტი წელი გავიდა

<!-- IMAGE -->

ახლა ვიეტნამს დოლარების და ცენტების თვლა უფრო აინტერესებს ვიდრე ომი და მშვიდობა. ქვეყნის მთავრობას ძირითადად ვაჭრობა და ეკონომიკის საკითხები აღელვებს და სწორედ ეს საკითხები განსაზღვრავს ურთიერთობას ვიეტნამსა და შეერთებულ შტატებს შორის.

თუმცა 1975 წლის შემდეგ ვიეტნამმა საკმაოდ ძნელი გზა განვლო. ამერიკასთან ომის შედეგად დანგრეულ ქვეყანას აღორძინება ესაჭიროებოდა. შემდეგ კი ხანოის მთავარი დამფინანსებელი საბჭოთა კავშირი დაიშალა და ვიეტნამს თანხების სხვაგან მოძიება მოუწია. ამან კი ქვეყნის იდეოლოგიის განმსაზღვრელი კომუნისტური დოქტრინის თითქმის მთლიანად გაქრობა განაპირობა. ფრედერიკ ბრაუნი ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ცენტრის სწავლულია. მისი თქმით ვიეტნამს ადაპტირების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა დარჩენილი:

„1986 წელს, როდესაც აშკარა გახდა ის, რომ საბჭოთა კავშირი და ევროკომუნიზმი მალე დაემხობოდნენ, ვიეტნამი გზის გასაყარზე აღმოჩნდა. ქვეყანას მარქსისტული ეკონომიკური მოდელის მიტოვება მოუწია. ეს 1986 წელს ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მეექვსე ყრილობაზე მოხდა. მას შემდეგ კი ქვეყანამ დაუჯერებელი ევოლუცია განიცადა“. ამბობს ბრაუნი.

რეფორმა, რომელიც ზემოთქმულ ყრილობაზე დაამტკიცეს „დოი მოის“ სახელითაა ცნობილი. მეზობელი ჩინეთის მსგავსად ვიეტნამმა ეკონომიკის ლიბერალიზაცია დაიწყო და უცხოურ ინვესტიციებს გაუხსნა გზა. თუმცა ეკონომიკისგან განსხვავებით რეფორმა პოლიტიკურ სისტემას არ შეეხო და კომუნისტურმა პარტიამ ერთპიროვნული მმართველობის სადავეები შეინარჩუნა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის სულ უფრო მზარდი სიძლიერით დაშინებულმა ვიეტნამმა, პარტნიორების დასავლეთსა და შეერთებულ შტატებში მოეძიება გადაწვიტა.

ერნსტ ბაუერი ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიის ცენტრის სამხრეთ აზიის პროგრამის დირექტორია. მისი თქმით, ჩინეთისგან მომდინარე აგრესიის საშიშროება იყო ის, რამაც 1995 წელს ვიეტნამს სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ანუ „ ასეანში“ შესვლისკენ უბიძგა:

„ვიეტნამი ასეანის წევრი იმიტომ გახდა, რომ ამ ჯგუფის მეშვეობით ჩინეთიდან მომდინარე სდულ უფრო მზარდ ზეწოლასთან უფრო ეფექტურად გამკლავების იმედი ჰქონდა. მე ვთვლი, რომ ვიეტნამი ჯგუფის ისეთ ძლიერ წევრად გადაიქცა, რომ ასეანის ძველი წევრებიც კი გააოცა“. გვეუბნება ბაუერი.

ფრედერიკ ბრაუნი თვლის, რომ შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედს ვაჭრობა წარმოადგენს, თუმცა ერთ- ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ჩინეთის შიშმა ხანოის ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაბალანსებული პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგა:

„ვიეტნამს დიდი სიძნელეები ექმნება იმ საკუთარ პოლიტიკურ კადრებთან დაკავშირებითაც, ვინც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებს. ჩინეთთან სიახლოვე სახელმწიფოს დაგაკარგვინებს, ხოლო ამერიკასთან სიახლოვე კი კომუნისტრურ პარტიას. ხატოვნად ამბობენ ვიეტნამელები“. აღნიშნავს ბატონი ბრაუნი.

მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის არადამაკმაყოფილებელი ფონის არსებობა ვიეტნამს ამერიკასთან უფრო ახლო კავშირების დამყარებაში უშლის ხელს. ვიეტნამის მცდელობას, რომ უფრო მეტი ინვესტორი მიიზიდოს, ქვეყნის ბიუროკრატიული სისტემა და კორუფცია აქარწყლებენ:

„კომუნისტური პარტია თვლის, რომ ფართომასშტაბიან კორუფცია პარტიის არსებობას უქმის საფრთხეს და ამ სენს მიხედეს, მაგრამ ბიუროკრატია ჯერ კიდევ ძლიერია. ამიტომაც ვიეტნამში საქმის გაკეთება ჯერ კიდევ ძნელია. ამისთვის მრავალი საფეხური და ინსტანციაა გასავლელი და მცირე მასშტაბის კორუფცია კი ყოვლისმომცველია“. გვეუბნება ბაუერი.

სულ ცოტა ხნის წინ ვიეტნამის მთავრობამ კორუფციასტან საბრძოლველად ახალი პროგრამა წამოიწყო. ამ პროგრამას „პროექტი ოცდაათი“ ეწოდება და მთავრობის მინისტრებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით და გამჭვირვალეობით მოქმედებას და საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი უფლებების გაცემის დაჩქარებას ავალდებულებს.

XS
SM
MD
LG