ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩადის


პრეზიდენტი ობამა მექსიკის ყურის სანაპიროზე ჩადის
<!-- IMAGE -->

უახლოეს 48 საათში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მექსიკის ყურის სანაპიროს ესტუმრება, სადაც ზღვაში ნავთობის ჩაღვრით მიყენებულ ზარალს პირადად დაათვალიერებს.

გუშინ ნავთობჭაბურღილიდან გაჟონილმა ნავთობმა უკვე მიაღწია ლუიზიანას სანაპიროს და საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენა გარემოს.

მექსიკის ყურეში ჭაბურღილის აფეთქების შედეგად მექსიკის ყურეში ყოველდღიურად 800 ათას ლიტრზე მეტი ნედლი ნავთობი იღვრება. აფეთქების მიზეზები დაუდგენელია. ხელისუფლება შიშობს, რომ ავარიამ შესაძლოა იმაზე დიდი ზიანი გამოწვიოს, ვიდრე 1989 წელს ალასკასთან ჩაძირული ტანკერის შედეგად მოხდა, როდესაც ზღვაში 39 მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა. პრეზიდენტმა ობამამ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა:
„მე უკვე მივეცი განკარგულება რომ მოხდეს ინციდენტის გამოძიება და 30 დღეში მომახსენონ, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.ასევე თუ რა დამატებითი ტექნოლოგიები და ზომებია საჭირო, რათა მსგავსი ინციდენტის გამეორება თავიდან იქნას აცილებული.“



XS
SM
MD
LG