ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრალდებები  პრეზიდენტის  მიმართ


ბრალდებები  პრეზიდენტის  მიმართ
<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ დამხობილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა. მას ბრალად ედება სახალხო აჯანყების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების „მასიური ხოცვა.“


დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილემ აზიმბეკ ბეკნაზაროვმა დღეს განაცხადა, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციის ფორმალური თხოვნით ბელარუსს მიმართავს.


ორშაბათს დროებითმა მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის დამხობილ ლიდერს ძალაუფლებას ართმევს და საპრეზიდენტო იმუნიტეტს უბათილებს.


დროებითი მთავრობის განცხადებით ბატონმა ბაკიევმა 7 აპრილს ბიშკეკში სახალხო აჯანყების დროს უშიშროების ძალებს უბრძანა ცეცხლი გაეხსნათ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებისთვის, რის შედეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა.


დროებითმა მთავრობამ ყირგიზეთის ხალხს პირობა მისცა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.


ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ჩინეთმა დროებით დახურა სახელმწიფო საზღვარი ყირგიზეთთან. 30 აპრილიდან 4 მაისამდე საზღვარი დახურული იქნება ჩინეთში 1 მაისის დღესასწაულის ზეიმთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG