ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა


ავღანეთისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა
ავღანეთისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა
<!-- IMAGE -->

დღეს დელიში ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთის პრემიერ მინისტრ მანმოჰან სიგნჰს შეხვდა. შეხვედრის დროს ინდოეთისა და ავღანეთის ლიდერებმა ერთმანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა რეგიონალურ სტაბილურობას ძირს უთხრის.
ბატონმა სინგჰმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კარზაიმ მას პირობა მისცა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა „ყველა ღონეს იხმარს“ ავღანეთში ინდოეთის მოქალაქეების დასაცავად.
ბატონმა სიგნჰმა აგრეთვე განაცხადა, რომ ავღანეთში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად ინდოეთი კვლავინდებურად გააგრძელებს ავღანეთის აღმშენებლობის დაფინანსებას. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
„მე პრეზიდენტ კარზაის მოვახსენე, რომ ის ვინც ტერორისტული თავდასხმების უკან დგას ვერ შეარყევს ინდოეთის პასუხისმგებლობას ავღანელი ხალხისთვის დახმარების გამოყოფის სფეროში.“
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბატონ კარზაის ოფიციალურ ვიზიტამდე ორი თვით ადრე ქაბულში უცხოელი მუშების საერთო საცხოვრებელზე მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 პირი, ექვსი ინდოეთის მოქალაქის ჩათვლით.
ამას გარდა ინდოეთის და ავღანეთის ლიდერებმა განიხილეს ავღანეთში მოახლოვებული „მშვიდობის ყრილობა,“ რომელზეც ქვეყნის ტომთა უხუცესები შეიკრიბებიან. მაისის თვის მეორე ნახევარში დაგეგმილ ამ შეხვედრაზე მონაწილეები იმსჯელებენ მეამბოხეებთან ურთიერთობების განვითარების სტრატეგიაზე ავღანეთში ომის შეწყვეტის მიზნით.
დელიდან ბატონი კარზაი ბჰუტანში მიემგზავრება სადაც იგი სამხრეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება.

XS
SM
MD
LG