ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმთან ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით


ტერორიზმთან ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით
<!-- IMAGE -->

გამოკვლევის თანახმად შეერთებული შტატები პაკისტანში ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უმკლავდება.
შეერთებული შტატების პრესაში გამოქვეყნდა მასალა რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო პაკისტანში ტერორისტების გასანადგურებლად უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, რომლის მთავარი მიზანია სამოქალაქო დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა.
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განკარგულებით ზოგიერთი უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია ეგრეთწოდებული „მორიელით,“ რომელიც 55-სანტიმეტრის ზომის იარაღს წარმოადგენს.
გაზეთი იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, 16-კილოგრამიანი ბომბი შეიძლება აღჭურვილი იყოს ავტომატური დამიზნების ოთხი სხვადასხვა სისტემით, რის შედეგადაც ამგვარ ბომბს სიბნელეში მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის განადგურება შეეძლება.
სტატიაში აგრეთვე მოყვანილია სხვა ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც გამიზნულია სამოქალაქო პირებს შორის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებისკენ.




XS
SM
MD
LG