ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი მუმბაის ტერაქტში ეჭვმიტანილის  გადაცემას ითხოვს


პაკისტანი მუმბაის ტერაქტში ეჭვმიტანილის  გადაცემას ითხოვს
პაკისტანი მუმბაის ტერაქტში ეჭვმიტანილის  გადაცემას ითხოვს

<!-- IMAGE -->

პაკისტანმა ინდოეთს მოსთხოვა მუმბაის ტერაქტის ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელის გადაცემა პაკისტანის სამართალდამცავებისთვის. პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ სჭირდებათ თავდამსხმელის ჩვენებები სასამართლოში, სადაც მუმბაის ტერაქტის ორგანიზებაში 7 ეჭვმიტანილის სასამართლო პოცესი უნდა წარიმართოს.

მუჰამედ აჯმალ კასაბს მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გააჩნია და მისი დასწრება პროცესზე აუცილებელია. კასაბის სასამართლო პროცესი ინდოეთში 3 მარტს დასრულდა, განაჩენს კი 3 მაისისთვის ელიან, იმ შემთხვევაში თუ მის წინაშე წაყენებული ბრალდებები დამტკიცდება, მას სიკვდილით დასჯა ელის. შეგახსენებთ რომ 2008 წელს მუმბაიში განხორციელებული ტერაქტის დროს 166 ადამინი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG