ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის ლიდერი არ დაბრუნდება


ყირგიზეთის ლიდერი არ დაბრუნდება
<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის განდევნილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად ბელარუსში იმყოფება, აცხადებს, რომ ის სამშობლოში ისე დაბრუნებას, როგორც ქვეყნის ლიდერი აღარ აპირებს.

ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის რევოლუციის შემდეგ ამტკიცებდა, რომ ის ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი იყო. მაგრამ დღეს ბატონმა ბაკიევმა მინსკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებამდე მან გადადგომის განცხადებას ხელი მოაწერა. მისივე თქმით, ხელმოწერის დროს მძიმე „წნეხის“ ქვეშ იყო.

ბატონმა ბაკიევმა ის არ თქვა თუ ვისი წნეხის ქვეშ მოექცა, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთის როგორც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ასევე პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გულისწყრომა გამოთქვეს მანასის ბაზაზე ამერიკული სამხედრო შენაერთებისთვის არენდის გაგრძელების თაობაზე.


XS
SM
MD
LG