ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში დაპირისპირება გრძელდება


ტაილანდში დაპირისპირება გრძელდება
ტაილანდში დაპირისპირება გრძელდება
<!-- IMAGE -->

ტაილანდის პოლიცია დღეს ბანკოკის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. კონფრონტაცია მას შემდეგ მოხდა რაც დემონსტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელყუმბარების აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დემონსტრაციის მონაწილეები და პოლიცია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აგრძელებენ დაპირისპირებას ბანკოკის უმთავრეს კომერციულ და ტურისტულ უბანში. წითელ პერანგიანებმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ უნაბში მოძრაობა გადაკეტეს და ბიზნესებისა და ფეშენებელური სასტუმროების დახურვა გამოიწვიეს.

ამ მოქმედებამ უბანში დასაქმებული ხალხის, საშუალო ფენის ოჯახებისა და დაბალ-შემოსავლიანი მუშების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი საკუთარ თავს მრავალ-ფერიან კოალიციას უწოდებენ და წითელ პერანგიანების დემონსტრაციის შეწყვეტის მოთხოვნით საკუთარი პროტესტის გამართვას აპირებენ.



XS
SM
MD
LG