ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში საჰაერო მიმოსვლა აღდგა


ევროპაში საჰაერო მიმოსვლა აღდგა
ევროპაში საჰაერო მიმოსვლა აღდგა
<!-- IMAGE -->

ევროპაში საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ევროპის საჰაერო კონტროლის უწყება აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ისლანდიაში მდებარე ვულკანის ამოფრქვევამ ექვსი დღის განმავლობაში შეაფერხა ფრენა, დღეს სულ მცირე ოცდარვა ათასი რეისი შესრულდება. ევროკონტროლი აცხადებს, რომ ახლა შეზღუდვა მხოლოდ შოტლანდიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცის ნაწილზე ვრცელდება. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა დაახლოებით ოთხმოცდათხუთმეტი ათასი რეისის გაუქმება განაპირობა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ საჰაერო ინდუსტრიამ ერთი კვირის განმავლობაში, ერთი მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი ნახა. ასოციაციის ხელმძღვანელი ჯოვანი ბიზინანი სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს აეროკომპანიებისთვის ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG