ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში დემონსტრანტები გაეროს შენობაში შევიდნენ


ტაილანდში დემონსტრანტები გაეროს შენობაში შევიდნენ

ტაილანდის ხელისიფლების მოწინააღმდეგეებმა ბანგკოკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგიონალური სათაო ოფისის წინ გამართეს დემონსტრაცია და გაეროს მღელვარების ჩაცხრობაში დახმარება სთხოვეს. გაეროს შენობაში ასობით წითელ პერანგიანი შევიდა და ორგანიზაციას ბანგკოკში სამშვიდობო ძალების დისლოცირება სთხოვა. ამ თხოვნით ოპოზიციამ გაეროს მას შემდეგ მიმართა, რაც ხელისუფლებამ დემონსტრანტები გააფრთხილა -დაეტოვებინათ ბანგკოკის უმსხვილესი კომერციული უბანი. ხელისუფლებამ ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა იმ ადგილას სადაც დემონსტრანტები უკვე რამდენიმე დღეა კარვებში არიან დაბანაკებული.ტაილანდის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, დემონსტრანტებისთვის მიცემული დრო იწურება.

XS
SM
MD
LG