ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბექას დებიუტი ლეგენდარულ „ბერდლენდ"-ში


ბექას დებიუტი ლეგენდარულ „ბერდლენდ"-ში
<!-- IMAGE -->

ჯაზ პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სულ 14 წლისაა, მაგრამ უკვე გაითქვა სახელი თავისი არაჩვეულებრივი შესრულების მანერით. ბექა ჯაზის მექაში -ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობს , სწავლობს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯულიარდის ხელოვნების სკოლაში და უკრავს ცნობილ ჯაზ კლუბებში. მისი დებიუტი ნიუ იორკის ლეგენდარულ კლუბში "ბერდლენდ"-ში შედგა. ამ კლუბის სახელი ლეგენდარული ალტ საქსაფონისტის ჩარლი პარკერის სახელს უკავშირდება. კლუბში ხშირად ნახვდით ისეთ გამოჩენილ ჯაზ მუსიკოსებს როგორებიც არიან თავად ჩარლი პარკერი, დიზი გილესპი, მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი, დევიდ ბრუბეკი, მაიკალ პეტრუჩიანი, პატ მეტენი და სხვები ხოლო სტუმართა შორის შეგეძლოთ გეხილად გარი კუპერი, მერლინ მონრო, ავა გარდნერი , ფრენკ სინატრა და სემი დევისი .
სწორედ ასეთი ვარსკვლავური ისტორიის მქონე ჯაზ კლუბში მოუწია ბექა გოჩიაშვილს კონცერტის გამართვა, მინდა მოგახსენოთ რომ მან არაჩვეულებრივად , დიდი ოსტატობით გაართვა თავი ასეთ საპასუხისმგებლო კონცერტს , ამასთან დაკავშირებით რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩამოართვა ახალგაზრდა პიანისტს. მოისმინეთ აუდიო ჩანაწერი:


XS
SM
MD
LG